Reuters: პაკისტანი აშშ-სგან ნავთობის პირველ პარტიას შეიძენს

პაკისტანის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Cnergyico ოქტომბერში Vitol-ისგან 1 მილიონ ბარელ ნავთობს შეისყიდის. ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შესყიდვაა აშშ-ის ნავთობის ისტორიული სავაჭრო შეთანხმების შემდეგ, იუწყება Reuters-ი. West Texas Intermediate-ის მსუბუქი ნავთობის ტვირთი ამ თვეში ჰიუსტონიდან ჩაიტვირთება და, სავარაუდოდ, ოქტომბრის მეორე ნახევარში კარაჩიში ჩავა.


ეს გარიგება პაკისტანს ნედლი ნავთობის მომარაგების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს და დაეხმარება ქვეყენას, შეამციროს დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთის მომწოდებლებზე, რომლებიც მისი ნავთობის იმპორტის თითქმის მთელ ნაწილს წარმოადგენენ.