NATO ესტონეთში გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსის განლაგებას გეგმავს

თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკური თქმით, NATO თავისი გერმანულ-ჰოლანდიური კორპუსის ესტონეთში განლაგების საკითხს განიხილავს. თუ ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება, სამხედროები სავარაუდოდ,  ქალაქ პერნუში განლაგდებიან.


მინისტრის განცხადებით, სამხედრო კორპუსს დაახლოებით, 100-დან 200-მდე პერსონალისთვის განკუთვნილი ბაზის კომპლექსი, მათ შორის, შტაბბინის შენობები და დამხმარე ობიექტები და ინფრასტრუქტურა დასჭირდება. ბაზის შექმნისთვის ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 მილიონი ევრო გამოყო. ესტონეთში ძალების განლაგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღება.