ესტონეთი რუსეთთან მოსაზღვრე ტერირორიაზე ბარიერებს აღმართავს

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე წინაღობების აღმართვა დაიწყო. ამის შესახებ ესტონეთის სატელევიზიო არხი ERR-ი წერს. ქალაქ ნარვაში, „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყანას რუსეთის ივანგოროდთან აკავშირებს, რკინის მასიური კონსტრუქცია დაამონტაჟეს. 


მეტალის წინაღობა ხიდის საავტომობილო ნაწილს ფარავს. სამომავლოდ კი, მსგავსი წინაღობის აღმართვა იგეგმება საფეხმავლო ნაწილზეც. იუწყებიან ასევე მოძრავი ბარიერების აღმართვის გეგმაზე, რაც შესაძლებელს გახდის გზის გადაკეტვას არამხოლოდ სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, არამედ, პუნქტის გავლის შემდეგაც.


სხვადასხვა წყაროს ცნობით, მშენებლობაა „მშვიდობის ხიდის“ რუსეთის ნაწილშიც. იქ ახალ სატრანსპორტო სასაზღვრო პუნტქს აშენებენ.

ERR-ს ინფორმაციით, 2025 წლის შემოდგომიდან, ესტონეთი იზრუნებს, მთელ სიგრძეზე გაამაგროს საზღვარი რუსეთთან.