აზერბაიჯანმა და ყირგიზეთმა, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა ელექტრონული ნებართვების გამოყენებით დაიწყეს

თურქეთისა და უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანმა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა ელექტრონული ნებართვის ფორმის e-Permit-ის გამოყენებით, ყირგიზეთთანაც დაიწყო. აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (AYNA) ცნობით, აზერბაიჯანში ჩავიდა ყირგიზეთის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველო-ყირგიზეთის მარშრუტზე, ტრანზიტული ტვირთები გადააქვს.


აზერბაიჯანმა ასევე გასცა ელექტრონული ნებართვის ფორმები თავისი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც მალე დაიწყებენ საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვას ყირგიზეთში. უახლოეს დღეებში, ელექტრონული ნებართვების გამოყენებით, აზერბაიჯან-ყირგიზეთის მარშრუტით, ორმხრივი საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის დაწყება იგეგმება.


„მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოების მიმართულებით. აზერბაიჯანი წარმატებით იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს საერთაშორისო საავტომობილო ტვირთების გადაზიდვის სფეროში. ეს პროცესი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ქვეყნებთან ორმხრივ საფუძველზე გაცვლილი ნებართვის ფორმების ელექტრონიზაციას,“ - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.