შუა დერეფნის გავლით, ჩინეთიდან ევროპაში მე-20 000 მატარებელი გაემგზავრა

ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით მე-20 000 მატარებელი გაემგზავრა. მატარებელი ჩრდილოეთ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ ოლქში, ერენჰოტის რკინიგზის სადგურიდან გავიდა. მატარებელს 55 კონტეინერი გადააქვს. შუა დერეფანში გადაადგილება 10 000-დან 20 000 მატარებლამდე სულ რაღაც სამ წელიწადში გაიზარდა. 2013 წლის შემდეგ, 10 000-იან ნიშნულს 2022 წელს მიაღწია.


ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.