მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის პრორუს ხელმძღვანელს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის ხელმძღვანელ ევგანია გუცულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება პრორუსული პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსებას. როგორც ცნობილია, ეს გაერთიანება მოგვიანებით, არაკონსტიტუციურად ცნეს.


გამოძიების თანახმად, გუცულს როგორც „შორის“ მდივანს, 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგულარულად შეჰქონდა რუსეთიდან ფული მოლდოვაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება პარტიის ზოგიერთი ოფისის საქმიანობის კოორდინაციასა და „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისგან ფულის შეგნებულად მიღებაში“, რასაც პარტიის დასაფინანსებლად, (დაახლოებით 2,4 მილიონი დოლარზე მეტის ოდენობით) იყენებდა.


დასკვნით სიტყვაში გუცულმა გამართლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ „მოლდოვაში არცერთი ლეი არ შეუტანია.“ ადვოკატმა განმარტა, რომ კანონი დედებს საშუალებას აძლევს, სასჯელი მოიხადონ მას შემდეგ, რაც მათი არასრულწლოვანი შვილები რვა წლის გახდებიან.


პარტიის კიდევ ერთ მდივანს, სვეტლანა პოპანს, პარტიის უკანონო დაფინანსებაში თანამონაწილეობის ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

შეგახსენებთ, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.