სომხური მხარე ადასტურებს, რომ ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება

  • ერევანი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხუთშაბათს და პარასკევს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.


ფაშინიანი სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ასევე, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრაც, რომლის მიზანიც რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.


Washington Post-ის ცნობით, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.