რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივლისში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 27%-ით შემცირდა და ჯამში 787.3 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ იანვარ-ივლისის პერიოდში, შემოსავლებმა 5.52 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.5%-ით ნაკლებია.
სამინისტროს ცნობით, ივლისში შემოსავლები 2024 წლის ივლისთან შედარებით, 27%-ით შემცირდა, რაც თვის საწყის პროგნოზს აღემატება. 16 ივლისს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ნავთობის წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირდა და 211 მილიონ ტონას მიაღწია, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოება 3%-ით შემცირდა და 290 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.