ალიევი ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. Report-ის ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ერთობლივ ბაზაზე, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე, ოფიციალური პირები დახვდნენ.


ტრამპი პარასკევს ფაშინიანს შეხვდება, შემდეგ კი - ალიევს. გარდა ამისა, იმავე დღეს იგეგმება სამი სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი სამმხრივი განცხადების გამოქვეყნება.