ალიევი ტრამპის სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს ვაშინგტონში შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვაშინგტონში შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაშინგტონში ილჰამ ალიევის ვიზიტი აშშ-სა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხების განსახილველად კარგ შესაძლებლობას აჩენს. 


მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესსა და რეგიონული მშვიდობის დღის წესრიგზე.


შეხვედრამდე, ალიევისა და უიტკოფის თანდასწრებით, აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარსა“ და ამერიკულ კომპანია „ექსონმობილს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბაროვმა და ExxonMobil-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ არდილმა.


დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თეთრ სახლში უმასპინძლებს.