აშშ-ის B-1B Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები ნორვეგიაში ჩაფრინდნენ

9 აგვისტოს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-1B Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები ტეხასის დაიესის ბაზიდან ნორვეგიაში, ერლანის ავიაბაზაზე ჩაფრინდნენ.

მანევრი მოკავშირეების ხელმძღვანელობით დაგეგმილი წვრთნების - Bomber Task Force Europe-ის ფარგლებში შესრულდა.

განლაგების მიზანია აშშ-ისა და NATO-ს მოკავშირე ძალებს შორის კოორდინაციისა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.


ეკიპაჟები რთულ საჰაერო სივრცეში, რეალური საფრთხეების იმიტაციით ჩაატარებენ წვრთნებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, დახვეწონ მიზნის აღმოჩენისა და სწრაფი რეაგირების უნარი. მათ შორის, რეალურ დროში საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს საფრთხეები მოიცავს როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო საფრთხეებს.

„წვრთნებს ვატარებთ ისე, როგორც ვიბრძოლებდით — NATO-ს პარტნიორებთან ერთად,“ — განაცხადა ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა ერიკ ალვარეზმა.

ეს წელს უკვე მეხუთე ასეთი წვრთნაა ევროპაში, რაც რეგიონში ძლიერი სამხედრო ყოფნის შენარჩუნების მიმართ, აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს.

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ცნობით, აშშ-ის ბომბდამშენები ორლანდის საჰაერო ბაზაზე განლაგებულ F-35 გამანადგურებლებთან ერთად ჩაატარებენ წვრთნებს.


ნორვეგიის ავიაბაზა ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში მდებარეობს და შედარებით ახლოს არის რუსეთის საზღვართან.

ეს განლაგება სტრატეგიული წვრთნების „Zapad-2025“ დაწყებამდე ერთი თვით ადრე ხდება, რომელსაც რუსეთი ბელორუსთან ერთად ჩაატარებს.