ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 13 აგვისტოს ტალინში, რუსეთის საელჩოს პირველი მდივან, დიმიტრი პრილეპინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ესტონეთის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, საზოგადოების გახლეჩასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ხელშეწყობაში მონაწილეობდა.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კოორდინირებული და ორგანიზებული ქმედებების ადგილი არ იქნება,“ - ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსეი ფადეევმა ესტონეთის ამ ნაბიჯს „მტრული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებზე მუშაობს.
თვის მხრივ, ესტონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ტალინი მომხდარის შესახებ თავის პარტნიორებსა და მოკავშირეებს აცნობებს.