პუტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ,“ განაცხადა პუტინმა.


პუტინის თქმით, საჭიროა რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის აღდგენა. პუტინის მტკიცებით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს. 

„ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით უკრაინელ ერს - ეს არაერთხელ მითქვამს - მოძმედ - როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ პირობებში. ჩვენ გვაქვს ერთი ფუძე და ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენთვის ტრაგედია და მძიმე ტკივილია. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა გულწრფელადაა დაინტერესებული ამ ყველაფრის დასრულებით.


მაგრამ ამასთან ერთად, იმისთვის, რომ უკრაინის დარეგულირება მდგრადი და ხანგრძლივი იყოს, საჭიროა კრიზისის ძირეული მიზეზების ამოძირკვა, რის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ყველა ლეგიტიმური შეშფოთება, უნდა აღდგეს სამართლიანი ბალანსი უსაფრთხოების სფეროში ევროპასა და მთელ მსოფლიოში,“ განაცხადა პუტინმა.


პუტინი კვლევ იმეორებს, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად „ძირითადი მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას. პრესკონფერენციაზე ღიად დარჩა საკითხი, მოლაპრაკებებზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის. ტრამპი ამბობს, რომ დაურეკავს NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება „საბოლოო ჯამში“ მათზეა დამოკიდებული და ისინი უნდა შეთანხმდნენ