2026 წლის 7-8 ივლისს, NATO-ს სამიტს თურქეთი უმასპინძლებს.
2004 წლის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თურქეთი NATO-ს სამიტს მასპინძლობს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობისთვის. თურქეთი 70 წელზე მეტია, NATO-ს ძლიერი მოკავშირეა და მას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ განაცხადა ალიანსის გენმდივანმა მაკრ რუტემ.
2025 წლის NATO-ს სამიტი 24-25 ივნისს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართა.
2027 წელს NATO-ს სამიტს ალიანსის შედარებით ახალი წევრი ალბანეთი უმასპინძლებს.