აშშ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სამუშაო ვიზის გაცემას აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


„აშშ-ის გზებზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მართვის მქონე უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს,“ - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა სატვირთო მანქანების იმ მძღოლებთან დაკავშირებით, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იმ წესის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში მძღოლებისგან ინგლისური ენის ცოდნის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს.