უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის ფორმატები ჯერ კიდევ განიხილება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აგვისტოს, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მხარდაჭერის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი დაასახელა: სამხედრო, დაზვერვა, დაფინანსება, განაღმვაში მონაწილეობა.
თურქეთმა „მსურველთა კოალიციის“ ბოლო შეხვედრაზე განაცხადა: ჩვენ გვსურს, ვიყოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი შავ ზღვაში. ჩვენ პროფესიონალები ვართ, ვიცით, როგორ დაგეხმაროთ შავ ზღვაში, ამას განვიხილავთ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გარანტიების ინფრასტრუქტურა გაიწერება და შემდეგ გავიგებთ, ვის როგორ შეუძლია დახმარება.
კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების მცდელობებში მთავარი საკითხია და დისკუსიები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ევროპელ კოლეგებს შეხვდა.