აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკელი ხალხის სახელით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და „უკრაინის მამაც ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.“ უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.
„უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა. ამ მნიშვნელოვან დღეს, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის,“ - აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას,“ - წერს ტრამპი.