იაპონია მხარს დაუჭერს აქტაუს პორტში საბაჟო მომსახურების დიგიტალიზაციას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გასწვრივ.
ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ ასტანაში იაპონელ კოლეგასთან, ტაკაში ივაიასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
იაპონურ მხარესთან მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს, იშვიათი ლითონების მოპოვებასა და დამუშავებას, ასევე, თანამშრომლობას სემიპალატინსკის ბირთვული საცდელი პოლიგონის განვითარების ხელშეყობას.
„იაპონიის მთავრობამ მხარდაჭერა გამოთქვა აქტაუს პორტში საბაჟო მომსახურების დიგიტალიზაციისთვის TITR-ის გასწვრივ. გარდა ამისა, დიდი პერსპექტივები აქვს თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, ბირთვული საწვავის წარმოებისა და ექსპორტის, ასევე, ბირთვული მედიცინის სფეროში,“ - აღნიშნა ნურტლეუმ.
ნურტლეუმ ასევე დაადასტურა დიალოგის - „ცენტრალური აზია და იაპონია“ შემდგომი განვითარების ორმხრივი განზრახვა. მხარეები აგრძელებენ კონსულტაციებს „ცენტრალური აზია + იაპონია“ სამიტის თარიღსა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
2024 წლის ბოლოსთვის ყაზახეთსა და იაპონიას შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.