თურქეთმა მაღალსიჩქარიანი დრონის სისტემა - Simsek-ი წარმატებით გამოსცადა

თურქეთის თავდაცვის სისტემის მაღალსიჩქარიანი დრონების სისტემა - „სიმსეკი“ წარმატებით გამოსცადეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

„ჩვენმა თავდაცვის ინდუსტრიამ კიდევ ერთი კრიტიკული შესაძლებლობა შეჰმატა თავის არსენალს,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა. 


ანკარის შეფასებით, ეს ნაბიჯი ტექნოლოგიური მიღწების კონკრეტულ დემონსტრირებაა, რაც მთლიანად ეროვნული შესაძლებლობებით არის შემუშავებული, ეს კი, აძლიერებს თურქეთის ოპერატიულ მოქნილობას და აძლიერებს შეკავების უნარს.

 „სიმსეკი“ Turkish Aerospace Inc.-მა (TAI) შექმნა.