თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეს მიაღწევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობას ზანგეზურის დერეფნის პროექტის სრული განხორციელება მოიტანს.