უკრაინამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ განაახლა

უკრაინამ „ნეპტუნის“ ფრთოსანი რაკეტის მოდერნიზებული ვერსია წარადგინა.

„ნეპტინს“ 1000 კილომეტრამდე (621 მილის) მანძილზე დარტყმა შეუძლია.


თავდაპირველად, „ნეპტუნი“ უკრაინის ხმელეთიდან გაშვებული, ადგილობრივი წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა იყო, რომლის მაქსიმალური დიაპაზონი 300 კილომეტრს შეადგენდა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევმა ეს იარარი 2022 წლის აპრილში რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანის, „მოსკვას“ ჩაძირვისთვის გამოიყენა.