თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთგვარი შერიგების პროექტია.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ 224-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 22 აგვისტოს ჩაეყარა, თურქეთისთვის საამაყოა. ამ დერეფნის გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთი იქნება და ის 5,5 მილიონი მგზავრს მოემსახურება.