ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დაჩქარდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დაჩქარდება, რათა უკრაინამ რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან თავი დაიცვას. უკრაინის პრეზიდენტს კონკრეტული შეთანხმება არ უხსენებია.


ეს განცხადება რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ გაძლიერებულ დარტყმებს, მათ შორის, 28 აგვისტოს კიევზე თავდასხმას მოჰყვა.


ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს დაავალა, კოორდინაცია გაეწია ოფიციალურ პირებთან, რეგიონულ ხელისუფლებასთან და ენერგეტიკულ კომპანიებთან, რათა კიევმა მეტი მოკლე და საშუალო რადიუსის სისტემა შეიძინოს და დრონების მწარმოებლებისთვის დაფინანსება გაზარდოს.


უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რაკეტების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ადგილობრივ მწარმოებლებთან, ტექნოლოგიური შტაბის შეხვედრა გაიმართება.