ჩინეთი უთანხმოებების მოსაგვარებლად ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დღეს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის CCTV-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ძალის გამოყენება დავების მოგვარების არასწორი გზაა.
„კომუნიკაცია და დიალოგი მდგრადი მშვიდობის მიღწევის სწორი გზაა,“ - განაცხადა სი ძინპინმა პეზეშკიანთან პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს.