უკრაინამ ცის დასაცავად, აშშ-ს, სპეციალური ფორმატი შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა.


„პირველ რიგში, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდეთ რეალურ მშვიდობამდე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ზეწოლაა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ფულსა და რესურსებზე წვდომა არ ჰქონდეს,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „უკრაინის ცის მაქსიმალურ დაცვაზე ისაუბრეს.“

„მშვიდობის მიღწევამდე, უკრაინელები რუსეთის თავდასხმების ქვეშ არ უნდა იყვნენ. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა სიცოცხლე არ უნდა შეიწირონ. უკრაინამ ცის დასაცავად, აშშ-ს, სპეციალური ფორმატი შესთავაზა. ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მადლობას ვუხდი. ჩვენ შემდგომ კონტაქტებზე შევთანხმდით,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.