ზელენსკი პუტინის განცხადებაზე: როცა შეხვედრა არ გინდა, მოსკოვში უნდა მიმიწვიო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განხადებით, პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე მოსკოვში მიიწვია.

„როდესაც შეხვედრა არ გინდა, მოსკოვში მიწვევ,“ - განაცხადა ზელენსკიმ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.


„ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ პუტინმა მოსკოვში მიმიწვია. იცით, რას ვფიქრობ - როდესაც შეხვედრა არ გინდა, მაშინ მე მოსკოვში უნდა მიმიწვიო,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ომის დასასრულებლად, რუსეთის ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს.“