აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ 15 სექტემბრიდან ყოველწლიურ თავდაცვით წვრთნებს ჩაატარებენ, რათა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ საჰაერო, საზღვაო და კიბეროპერაციული შესაძლებლობები გააუმჯობესონ. ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს.


გავრცელებული ცნობით, „თავისუფლების ზღვარი“ ყოველწლიური წვრთნაა, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არის შექმნილი. 


Reuters-ი წერს, რომ სამხედროებმა წვრთნების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნეს, მათ შორის - არც მანევრებში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობისა და აღჭურვილობის ტიპების შესახებ.