სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ 15 სექტემბრიდან ყოველწლიურ თავდაცვით წვრთნებს ჩაატარებენ, რათა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ საჰაერო, საზღვაო და კიბეროპერაციული შესაძლებლობები გააუმჯობესონ. ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, „თავისუფლების ზღვარი“ ყოველწლიური წვრთნაა, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არის შექმნილი.
Reuters-ი წერს, რომ სამხედროებმა წვრთნების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნეს, მათ შორის - არც მანევრებში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობისა და აღჭურვილობის ტიპების შესახებ.