სომხეთის პრემიერის თვითმფრინავმა 30 წლის შემდეგ, აზერბაიჯანს პირველად გადაუფრინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა 30 წლის შემდეგ, პირველად გამოიყენა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა Facebook-ზე დაწერა.


8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შემდეგ, სომხეთის შესაბამისმა ორგანოებმა აზერბაიჯანს საჰაერო დერეფნის გახსნა სთხოვეს და დადებითი პასუხი მიიღეს.


„ჩვენ ამ ფაქტს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, მშვიდობის დღის წესრიგის პოპულარიზაციისა და ურთიერთნდობის გარემოს ხელშეწყობისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯად მივიჩნევთ,“ განაცხადა ბაღდასარიანმა.