ჩინეთის ექსპორტი რუსეთში, აგვისტოში მკვეთრად დაეცა

აგვისტოში, ჩინეთის მიერ რუსეთიდან საქონლის შესყიდვები წლიურად 17.8%-ით შემცირდა, იტყობინება Reuters-ი ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით.

ჩინური საქონლის რუსეთის ბაზარზე მიწოდება წლიურად 16.4%-ით შემცირდა, რაც ორჯერ მეტია ივლისის მაჩვენებელზე, როდესაც კლება 8.6%-ს შეადგენდა.


მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 9%-ით შემცირდა და 1.03 ტრილიონი იუანი, ანუ 145 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთის ექსპორტი ჩინეთში 8.8%-ით შემცირდა, ხოლო ჩინეთის ექსპორტი რუსეთში - 8.2%-ით.


Reuters-ის წყაროების ცნობით, რუსეთის მთავარ პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვის შემცირებამ კრემლში შეშფოთება გამოიწვია.

„ჩინეთთან ვაჭრობის შემცირება ასევე სანქციებით არის განპირობებული,“ განაცხადა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ანტონ ალიხანოვმა აგვისტოში. მისი თქმით, გავლენა იქონია „გარედან ეკონომიკურმა ზეწოლამ“, ბაზრის არასტაბილურობამ და „შიდა ეკონომიკურმა პროცესებმა როგორც რუსეთში, ასევე - ჩინეთში.“