შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით, $7.5 მილიარდს გამოუყოფს

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა გამოაცხადა, რომ შვედეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 7.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. იონსონმა 11 სექტემბერს გამოაცხადა, რომ შვედეთი დამატებით 70 მილიარდ შვედურ კრონას (დაახლოებით 7.5 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის უახლოესი ორი წლის განმავლობაში.


მინისტრის თქმით, თანხის დიდი ნაწილი გამოყოფილი იქნება შესყიდვებისთვის, რომელსაც თავდაცვითი მასალების შვედური სააგენტო განახორციელებს - მაგალითად, დამატებითი Archer საარტილერიო სისტემებისთვის.


მანვე აღნიშნა, რომ სტოკჰოლმი მზად არის, დამატებითი დახმარება გაუწიოს პოლონეთს, თუ ეს საჭირო გახდება.

“დაუყოვნებლივ დავუკავშირდით პოლონეთის თავდაცვის მინისტრს და ვუთხარით, რომ მზად ვართ, მივაწოდოთ რესურსები, თუ პოლონეთი ამაში ინტერესს გამოხატავს… სრულ სოლიდარობაში ვართ პოლონეთთან," - განაცხადა იონსონმა.