მაკრონი: პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლონეთის საჰაერო სივრცისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.

„პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ეს დაპირება გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივეცი,“ - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეს საკითხი ალიანსის გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან განიხილა, რომელიც ასევე მონაწილეობს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში.

„ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. არ დავნებდებით რუსეთის მზარდ დაშინებას,“ - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.