უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი სანქციები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ნავთობბაზებზე ცეცხლია მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებს პრიმორსკის სანავთობო პორტზე წარმატებული იერიშისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველაზე ეფექტიანი სანქციები ის სანქციებია, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს - ეს არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, მათ ტერმინალებში, ნავთობბაზებში. მნიშვნელოვნად შევზღუდეთ რუსეთის ნავთობის ინდუსტრია და ეს ომს მნიშვნელოვნად ზღუდავს,“ განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომი არსებითად ნავთობით, გაზითა და სხვა ენერგორესურსებით არის წახალისებული.