ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დასაცავად სამი ვერტმფრენი გაგზავნა

ჩეხეთმა პოლონეთში, საზღვრის დასაცავად, დახმარების მიზნით, სამი ვერტმფრენი გაგზავნა. ინფორმაციას მედია ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.


„პოლონეთში სამი ჩეხური ვერტმფრენი ჩავიდა, რაც გააძლიერებს ჩვენი ახლო მოკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო სივრცის დაცვას. ჩვენი პილოტები უახლოეს მომავალში პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას დაიწყებენ,“ - აღნიშნულია ჩეხეთის შეიარაღებულ ძალების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.


თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ვერტმფრენები ნამესტი ნად ოსლავოუს ვერტმფრენების 22-ე საავიაციო ბაზას ეკუთვნის და უკვე პოლონეთში იმყოფებიან.