ლიპავსკი: არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“

14 სექტემბერს, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა იონატ მოშტენანუმ განაცხადა, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც რუსული დრონის გამო ჰაერში აუშვეს, მის ჩამოგდებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსული დრონების თავდასხმები რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს სულ უფრო გახშირდა. რუმინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა RO-Alert შეტყობინება ტულჩეანის ოლქის ჩრდილოეთ რაიონისთვის, რომლითაც მოქალაქეებს საჰაერო ზონიდან ობიექტების ჩამოვარდნის რისკის არსებობის შესახებ აცნობა.


ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი X-ზე წერს, რომ რუსეთმა NATO-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს.

"რუსეთი პროვოკაციებს აგრძელებს. ღამით, ეს რუმინეთი იყო. მე არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ჩვენ ფხიზლად ვრჩებით. რუსეთმა NATO-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის კონკრეტული ფასი უნდა გადაიხადოს. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ჩეხეთი შემდგომ სანქციებს," - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.