პროკურატურა: უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

საქართველოში დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება 2022-2024 წლებშ624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხეს. დაკავებულის ვინაობა არ გასაჯაროებულა.


გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.


პროკურატურის ცნობით, დაკავებულმა ამ გზით შეგროვებული თანხა სხვადასხვა ბანკში მიიტანა, „ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები“: „ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაი.“

დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.