ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ და აბუ დაბის პორტების კომპანიამ ორი კონტეინერმზიდი გემის მშენებლობისა და გაყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტების გაცვლა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მონაწილეობით შედგა.
დღესვე, აზერბაიჯანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამასთან, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და პრეზინდეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2025-2028 წლების ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განხორციელებაში თანამშრომლობის შესახებ.