აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ვიზების გაუქმება „მიმდინარეობს“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონსერვატორი პოდკასტერის ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. მას Fox News-ის ეთერში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ვიზების შეზღუდვას ან გაუქმებას მათთვის, ვინც კირკის მკვლელობას აღნიშნავდა.
„ამერიკა არ უმასპინძლებს იმ უცხოელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების გარდაცვალებას ზეიმობენ. მიმდინარეობს ვიზების გაუქმება. თუ აქ ვიზით ხართ და პოლიტიკური ფიგურის საჯარო მკვლელობას გულშემატკივრობთ, დეპორტაციისთვის მოემზადეთ. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის,“ - დაწერა მოგვიანებით რუბიომ X-ზე გავრცელებულ პოსტში.
Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს არ მისცემს მათ, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას, ჩარლი კირკი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. იუტას შტატის პროკურორები ტაილერ რობინსონის სიკვიდილით დასჯას მოითხოვენ.