კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეცოლას თქმით, ევროპას, ისევე როგორც უკრაინას, ყოველთვის სურდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა.
„ამიტომ, ჩვენ კვლავაც ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს,“ - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს და მის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას გეგმავს.
„ვაგრძელებთ რუსული გაზისა და რუსული ნავთობისგან თავის დაღწევას. ასევე, უფრო სწრაფად განვიხილავთ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ საკითხებს,“ - ამბობს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
მეცოლა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.
„ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ უკრაინაში და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ყოველდღიურად,“ - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში იმყოფებოდა 2024 წლის მაისშიც. მას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო ჯილდო გადასცა.