თურქეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შეთანხმება გააფორმეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში, ორმა ქვეყანამ დაიწყო პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ღრმა და მრავალგანზომილებიან პარტნიორობას ბირთვული ენერგიის სფეროში. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაო ორმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას უახლოეს პერიოდში,“ დაწერა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა თურქულ სოციალურ მედია პლატფორმა NSosyal-ზე.