წყალბურთის გუნდი „აპოლო“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშისთვის ემზადება.
ისტორიაში პირველად, გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რითაც „აპოლომ“ მოპოვებულ ტიტულთან ერთად, ევროტურნირებზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
"აპოლო" ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს - 3, 4 და 5 ოქტომბერს, ათენში ჩაატარებს.
ტურნირზე წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, გუნდი წრიული სისტემით ითამაშებს.
ცნობისთვის, გუნდის სრული რებრენდინგის შემდეგ, შეიცვალა - ლოგო, სახელი - გუნდი „სპორტ მენეჯმენტის” ნაცვლად, „აპოლოს“ სახელით ითამაშებს.
კლუბის გრანდიოზილი პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართა.
- პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვეტერანი წყალბურთელები, ლეგენდები: უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი ატილა შუდარი; იუგოსლავია, ბოსკო ლოზიცა - 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი; გეორგი ჰორკაი - უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი, 1980 ბრინჯაო; მილივოი ბებიჩი - ხორვატია, 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, 1984 წელს ოქრო; სერგეი კოტენკო - ყაზახეთი, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრებში), 1988 წელს ბრინჯაო; გიორგი მშვენიერაძე -
საქართველო, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრები), 1988 წელს ბრინჯაო.
პრეზენტაციას ასევე ასევე ესწრებოდა ანტონიო სილვა — ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელს, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში.
სპეციალისტების შეფასებით, „აპოლოს“ წარმატება სწორი მმართველობის და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგია.