ოქროს ფასი 1.4%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული მაჩვენებელი – $3,812.05 – დაფიქსირდა. ეს ნიშნული წინა სამშაბათს მიღწეულ პიკსაც კი აჭარბებს.
ოქრო ფასი უკვე ზედიზედ მეექვსე კვირაა, რაც იმატებს. ასევე გაძვირდა ვერცხლი (2.4%-ით), პლატინა და პალადიუმი.
ფასების ზრდა გამოწვეულია როგორც მიწოდების დეფიციტით, ასევე იმით, რომ ინვესტორები აქტიურად აბანდებენ თანხას ბირჟაზე, სავაჭრო ფონდებში (ETF-ებში), რომლებიც მიბმულია ძვირფას მეტალებზე. ვერცხლის ფასმა 22 სექტემბერს, 2011 წლის შემდეგ მაქსიმუმზე აიწია, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უნციაზე 45 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ამ დროისთვის ვერცხლი 1.5%-ით იყო გაძვირებული და 46.7595 დოლარად ივაჭრებოდა ერთ უნციაზე.
1 უნციის ფასი უკვე $46.76-ს აღწევს. პლატინის ფასიც გაიზარდა 2.6%-ით და პირველად 2013 წლის შემდეგ, $1,600-ს გადააჭარბა. პალადიუმი კი, 2.4%-ით გაძვირდა და ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ ფასს მიაღწია.