ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი ქალი გახდა

NHS-ის [დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა] ყოფილი მთავარი მედდა, 63 წლის სარა მალალი კენტერბერის ახალ მთავარეპისკოპოსად დაინიშნა - ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი ქალი გახდა.


შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მალალი ლონდონის ეპისკოპოსად მსახურობდა, ეკლესიაში სასულიერო პირთა შორის მესამე ყველაზე მაღალი რანგის წევრი იყო და პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. ინგლისის ეკლესიაში ქალებს მღვდლად კურთხევის უფლება მხოლოდ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მიეცათ.


მან პარასკევს, 3 ოქტომბერს, თავისი პირველი საჯარო განცხადება გაააკეთა და დაგმო ხუთშაბათს, მანჩესტერში, სინაგოგაზე მომხდარი „სასიკვდილო თავდასხმა.“ 

ეკლესია თითქმის ერთი წელია, უმაღლესი თანამდებობის პირის გარეშეა. კენტერბერის წინა ეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ თანამდებობა დატოვა.


ცნობისთვის, ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველი მონარქია. ეს წესი XVI საუკუნეში შემოიღეს.


კენტერბერის მთავარეპისკოპოსი მთელ მსოფლიოში ანგლიკანური ეკლესიის სულიერ ლიდერად ითვლება. მათ ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ისინი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში იკავებენ ადგილს.