ცესკოს მონაცემებით, კალაძე 71%-ით იმარჯვებს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე („ქართული ოცნება“) - 71.588%-ით ლიდერობს.

თბილისის 584 უბნიდან მონაცემები დათვლილია 581 უბანზე - 99.486%.


ხმები ასე განაწილდა: 

კახა კალაძე 214 575 ხმა (71,588%); ირაკლი კუპრაძე - 37 257 ხმა (12,43%); იაგო ხვიჩია 22 535 ხმა (7,518%); ზურაბ მახარაძე - 12 356 ხმა (4,122%).

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების 2 პროცენტზე ნაკლები მიიღეს.


საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3061 უბნიდან 2233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც ბიულეტენების 72.95%-ს შეადგენს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს:


„ქართული ოცნება“ - 913320 (80.768 %)

„ძლიერი საქართველო-ლელო“ - 76690 (6.782 %)

„გახარია საქართველოსთვის“ - 43647 (3.86 %)


ცესკოს ცნობით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს.

თბილისში, არჩევნებზე აქტივობამ 31.08% შეადგინა და საარჩევნო უბნებზე 324 281 მოქალაქე გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე თბილისში მოქალაქეთა აქტივობამ 49.1% შეადგინა.