წყალბურთის გუნდმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფის მესამე მატჩი გერმანული „შპანდაუ“ ანგარიშით 16:11 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონმა გერმანელებს ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო.


საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს.

ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს.

ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერდ დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.