მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოტენციალი.
ანგარიშის მიხედვით, განახლებად ენერგიაზე აზერბაიჯანის გადასვლამ შესაძლოა, ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონში ეკონომიკური ზრდა და დასაქმების სტიმულირება გამოიწვიოს.
„ხელმისაწვდომი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საფუძველია. ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგია აუცილებელია ევროპისა და ცენტრალური აფრიკის რეგიონში პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების რეალიზაციისთვის.
ევროპისა და ცენტრალური აზიის გარდამავალი პერიოდი სხვა რეგიონების მსგავსი არ არის, რადგან რეგიონის ქვეყნები განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან. დემოგრაფიული განსხვავება, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, პოლიტიკური სიტუაცია და საწყისი პირობები - ყველაფერი ეს მოითხოვს ქვეყნისთვის სპეციფიკურ მიდგომებს.
„სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს, სადაც საქართველოში, ჰიდროენერგია, აზერბაიჯანის განახლებად ენერგიაზე გადასვლა და სომხეთში, მზის ენერგიის პოტენციალი რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მამოძრავებელი ძალაა. ზოგიერთ ქვეყანაში ბირთვულ ენერგიას შეუძლია სხვა წყაროების შევსება,“ - ნათქვამია ანგარიშში.