გერმანიის მთავრობის მიერ შეთანხმებული კანონის მიხედვით, პოლიცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების ჩამოგდებას შეძლებს.
ახალი კანონი, რომელზეც მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა, ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ბოლო დროს დრონებით გამოწვეული შემთხვევები გერმანიის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვაძლიერებთ ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებებს, რათა მომავალში დრონების დაფიქსირება და განეიტრალება უფრო სწრაფად მოხდეს. ეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გადავწყვიტეთ,“ - დაწერა ფრიდრიხ მერცმა X-ზე.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრ დობრინდტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დრონების საწინააღმდეგო დანაყოფები შეიქმნება.