7 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართულ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTS) მე-12 სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა შუა დერეფანზე, როგორც ევრაზიის სატრანსპორტო ქსელის სტრატეგიულ რგოლზე.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება და წერს, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე და აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან, უკვე გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთბრუნვის ხაზი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
სამიტზე თოყაევმა თურქულენოვანი სახელმწიფოები მიიწვია, რათა აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა შუა დერეფნის გასწვრივ საჰაერო ჰაბების, რკინიგზის სადგურებისა და საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. მიმდინარეობს მუშაობა, რათა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დახმარებით, ტრანსპორტისა და ტრანზიტის სექტორის დიგიტალიზაცია დაჩქარდეს.
პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება OTS-ის [OTS-ის წევრი სახელმწიფოები არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი, ხოლო უნგრეთი და თურქმენეთი დამკვირვებლების სტატუსით მოქმედებენ] ფარგლებში ციფრული მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის ექსპერტებს მოიზიდავს.
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტრანზიტის გამჭვირვალობაზე ხაზგასმას, პროცესების გამარტივებას და ხარჯების შემცირებას, რაც მარშრუტს საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველად აქცევს. პარალეულად, თურქეთის საინვესტიციო ფონდი შუა დერეფნის გასწვრივ საინვესტიციო შესაძლებლობების მონიტორინგს გეგმავს.
TITR საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ნურგულ ჟაკუპოვამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ ექვს თვეში შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების მოცულობამ 926 000 ტონას მიაღწია, რაც 6 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყაზახეთის გავლით ტრანზიტი 65 პროცენტით გაიზარდა და მან 262 000 ტონას მიაღწია, ძირითადად ჩინეთიდან კონტეინერული ტვირთების გამო. 2025 წლის მაისში ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა გამოაცხადა გეგმები ტრანსკასპიური კონტეინერული გადაზიდვების გაორმაგების შესახებ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რაც ასახავს შუა დერეფნისადმი, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის საიმედო მარშრუტისადმი მზარდ ინტერესს. 2025 წლის მაისში, თოყაევმა გამოაცხადა გეგმების შესახებ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტრანსკასპიური კონტეინერების გადაზიდვები გაორმაგდებოდა. ტვირთების ნაკადების ზრდას თან ახლავს ყაზახეთში ინფრასტრუქტურის მასშტაბური მოდერნიზაცია. დოსტიკი-მოინთის რკინიგზის ხაზის გაშვება ხუთჯერ გაზრდის ტრანსყაზახეთის დერეფნის გამტარუნარიანობას, ხოლო კიდევ ორი ძირითადი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.