NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს 13 ოქტომბერს დაიწყებს, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს. Reuters-ის ცნობით, წვრთნებში ჩაერთვება 71 თვითმფრინავი 14 ქვეყნიდან. 

„წვრთნები მკაფიო სიგნალია ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგისთვის, რომ ჩვენ და შეგვიძლია, დავიცვათ მოკავშირე ყველა საფრთხისგან," - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.


რუტემ ასევე განაცხადა, რომ წვრთნები ხელს უწყობს NATO-ს ბირთვული გამძლეობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას. NATO-ს ოფიციალური პირების თქმით, წვრთნებში არ გამოიყენება ბირთვული იარაღი. ის ახდენს სცენარების სიმულირებას, რომლებშიც მისი გამოყენება შეიძლება.