ჩინეთის ქალაქ ქაშგარიდან აზერბაიჯანამდე პირველი მულტიმოდალური მარშრუტი გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ ქაშგარიდან, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანის მარშრუტით, პირველი საერთაშორისო მულტიმოდალური საკონტეინერო გადაზიდვა დაიწყო. წერს Report Uztemiryolkonteyner-ზე დაყრდნობით.


ტვირთი სიანისა და ჩენდუს ქალაქებიდან ქაშგარში რკინიგზით გადაიზიდება, იქიდან კი ოშში - საგზაო ტრანსპორტით.


შემდეგ, ოშიდან, ტვირთი რკინიგზით თურქმენეთის პორტს მიეწოდება, იქიდან კი ზღვით - ბაქოში ჩავა.


„მარშრუტის გაშვება აძლიერებს სავაჭრო და ლოგისტიკურ თანამშრომლობას, ზრდის ტრანსპორტირების ეფექტიანობას და ხელს უწყობს აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში,“ - წერს აზერბაიჯანული მედია.